სამოდელო, პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილის რეფლექსია


3 ივნისს 5გ კლასში ჩავატარე სამოდელო, პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი ინგლისურ ენაში თემაზე “Healthy and unhealthy food and drink”.
გაკვეთილის  მიზანი იყო მოსწავლეებს ამოეცნოთ ჯანსაღი საკვების ეფექტურობა და გაეანალიზებინათ რა უარყოფითი შედეგი შეიძლება გამოიწვიოს არაჯანსაღმა საკვებ-სასმელმა მათ ორგანიზმში.
 აღნიშნულ ასაკში საკმაოდ აქტუალური პრობლემაა დაინახონ და აღიქვან რამდენად საზიანო არის მათი ჯანმრთელობისთვის არაჯანსაღი საკვები/სასმელი. ქვიზისა და ჩემ მიერ შექმნილი მოძრავი რესურსით მოსწავლეებმა მოახდინეს ჯანსაღი და არაჯანსაღი საკვების იდენტიფიცირება. შეაჯამეს ექსპერიმენტი კოკა-კოლაში სხვადასხვა საკვების ჩაგდების შედეგად ქიმიურ რეაქციაზე და გაავლეს პარარელი თუ რა უარყოფითი შედეგი შეიძლება გამოიწვიოს კოკა-კოლის მიღებამ მათ ორგანიზმში. დაინახეს კოკა-კოლის როგორც არაჯანსაღი სასმელის უარყოფითი თვისებები და შეადარეს ჯანსაღ სასმელს - წყალს. უპასუხეს შეკითხვებს რატომ უნდა მიირთვან წყალი და დაასახელეს წყლის დადებითი თვისებები.
გაკვეთილზე ასევე განხილული იყო საუზმის აქტუალობა, რამდენად აუცილებელია მოზარდისთვის დილის საუზმე.
ერთ ერთ გაკვეთილზე ჩავატარე მოკლე გამოკითხვა ჯანსაღი და არაჯანსაღი საკვების მიღებაზე, ასევე საუზმობდნენ თუ არა დილით და შედეგი იმდენად არასახარბიელო მივიღე, რომ გადავწყვიტე აღნიშნულ პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილის ჩატარება. მოსწავლეებს ჰქონდათ აღნიშნულ თემაზე სასაუბროდ ლექსიკური მარაგი, შეეძლოთ მარტივი ინტერაქციის წარმართვა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია დიდი მოტივაციით იყვნენ ჩართული ექსპერიმენტის განხორციელებისას (აკვირდებოდნენ, ამჩნევდნენ შედეგს).
აღნიშნულ გაკვეთილზე შედეგი იქნა მიღწეული, მოსწავლეებმა მიიღეს საკმაოდ დეტალური ინფორმაცია ასაკის შესაბამისად რატომ მივირთმევთ ამა თუ იმ კერძს და რისთვის არი სასარგებლო ესა თუ ის საკვები. ჩემ მიერ შექმნილი და გამოყენებული რესურსები და მრავალფეროვანი აქტივობები საინტერესო იყო კოლეგებისთვისაც, მრავალფეროვანმა აქტივობებმა გამოიწვია მოსწავლეთა  ინტერესი, ჩართულობა, ხელი შეუწყო პრობლემის დანახვას. რესურსებისა და აქტივობების გამოყენება შეუძლია სხვა მასწავლებლებს რომლებთაც შეხება ექნება აღნიშნულ თემასთან. შესაძლებელია რესურსებისა და აქტივობების მოდიფიცირება საგნიდან და საჭიროებიდან გამომდინარე.
ჩემ მიერ დაგეგმილი თითოეული აქტივობა წარიმართა მიზნის შესაბამისად და ხელი შეუწყო პრობლემის დანახვას და დაძლევას.
პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი დიდი გამოწვევა იყო ჩემთვისაც, როგორც პედაგოგისთვის, რადგან დავინახე რომ მოსწავლეებისთვის მათთვის აქტუალურ თემაზე, კეთებით პრობლემის დანახვაზე ორიენტირებული გაკვეთილი ძალიან საინტერესო და მამოტივირებელი იყო. მოსწავლეები იმდენად იყვნენ ჩართულები და ისეთი ინტერესით უდგებოდნენ თითოეული საკითხის მიმოხილვას რომ ეს ჩემთვისაც დიდი მოტივაცია და საინტერესო იყო, შევეცდები ხშირად შევძლო მოსწავლეებისთვის აქტუალური პრობლემის პოვნა, ჩავრთო ერთგვარი ექსპერიმენტები და მათთან ერთად მოვძებნო პრობლემის გადაჭრის გზები. ხშირად ჩავატარო პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილები და დავეხმარო მოსწავლეებს მოძებნონ პრობლემის გადაჭრის გზები და ვასწავლო მათ ამ უნარის გამომუშავება.

Comments

Popular posts from this blog

სამოდელო, პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილის გეგმა

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა