პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა





პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა




როგორ ავამაღლოთ მოსწავლეთა მოტივაცია და ჩართულობა 6ბ კლასში ინგლისური ენის გაკვეთილზე“









ავტორი: ინგლისური ენის უფროსი მასწავლებელი ნინო წილოსანი

2019 წ.
სარჩევი


წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს სსსიპ ნოდარ ახალკაცის სახელობის N9 საჯარო სკოლაში განნხორციელებული პრაქტიკული კვლევის ანგარიშს.



„განათლება არის ის, რაც რჩება ადამიანს“
 ალბერტ აინშტაინი

შესავალი


სასწავლო პროცესში მოსწავლეთა მოტივაციისა და ინტერესის აღძვრა და მისი შენარჩუნება ერთ-ერთი წინაპირობაა სასურველი შედეგის მიღწევისთვის.
მოტივი არის პიროვნების შინაგანი მიდრეკილება აქტივობების განსახორციელებლად. თანამედროვე სკოლაში მოტივაცია და საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა საკმაოდ აქტუალური საკითხია. განათლების ექსპერტები, ფსიქოლოგები და თავად პედაგოგები ბევრ ნაშრომს აქვეყნებენ აღნიშნულ თემასთან მიმართებაში. სწორედ საკითხის აქტუალობიდან და სირთულიდან გამომდინარე გადავწყვიტე ჩამეტარებინა კვლევა „მოტივაციის მნიშვნელობა მოსწავლეთა ჩართულობაში: როგორ ავამაღლოთ მოსწავლეთა მოტივაცია და ჩართულობა 6ბ კლასში ინგლისური ენის გაკვეთილზე“. მიმაჩნია, რომ აღნიშნული კვლევა დამეხმარება ეფექტურად წარვმართო ჩემი პროფესიული საქმიანობა და ასევე დაეხმარება ჩემს კოლეგებს, რომ გაკვეთილებზე გაუჩნდეთ მეტი მოტივირებული და საგაკვეთილო პროცესში ჩართული მოსწავლე.
კვლევა მიზნად ისახავს გაცნობიერებას, თუ რომელი ტიპის, თანდაყოლილი (შიდა) თუ შეძენილი (გარე) მოტივაცია არის უფრო მჭიდროდ დამოკიდებული მოსწავლეთა ჩართულობაზე.
მოსწავლეთა მოტივაცია სწავლა-სწავლების ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია. ძირითად შემთხვევაში, სწავლის მოტივაცია მთავარ ფაქტორს წარმოადგენს მოსწვლეთა წარმატების მიღწევაში. ზოგადად, მოტივირებული მოსწავლე ახერხებს იყოს წარმატებული. ლიტერატურაში მოტივაციასთან ერთად,  ჩართულობა განიხილება როგორც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი სწავლის შედეგის მისაღწევად. მოტივაცია, ეს არის წინასწარი რეკვიზიტი და აუცილებელი ელემენტი მოსწავლეთა ჩართულობისთვის სასწავლო პროცესში. საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა არ არი საკმარისი, იგი წარმოადგენს საშუალებას და გზას აკადემიური შედეგის მისაღწევად.
ძირითადი საძიებო სიტყვებია: მოტივაცია, ჩართულობა, კვლევა, მოსწავლე.


თავი I

საკვლევი თემის აქტუალურობა


საერთაშორისო კვლევებში მოსწავლეთა მოტივაცია და მათი ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში მნიშვნელოვნად და არსებითად განსახილველი თემაა. როგორც სასკოლო, ასევე არაფორმალურ სივრცეში მოტივაცია საფუძვლად უდევს ნებისმიერ საქმიანობას. მოტივირებული ქმედებები უბიძგებს ადამიანს გადალახოს წინააღმდეგობები და მიაღწიოს სასურველ მიზანს. საგაკვეთილო პროცესებში მოტივაცია სწავლის მიმართ გულისხმობს მოსწავლეთა კოგნიტურ, ემოციურ თუ ქცევით ჩართულობას საგაკვეთილო აქტივობებში, რაც ისეთი სიტუაციების შექმნას მოიაზრებს რომელიც მოსწავლეებს მატებს სწავლის ხალისს.

პრობლემა და საკვლევი საკითხი


მოსწავლეთა ჩართულობა წარმოადგენს ჩართულობის კომპლექსურობას - ცნობიერების, ქცევის, ემოციის, იგი ასევე ზეგავლენას ახდენს თუ როგორ არის სწავლაში ჩართული ინდივიდი (ან ჯგუფი). სამწუხაროდ არიან მოსწავლეები, რომეთაც აქვთ ნაკლები ინტერესი სწავლის მიმართ, განსაკუთრებით აღსაღნიშნია რომ მოსწავლე თუკი თავიდანვე ვერ ჩაერთო, ვერ აითვისა,  თავს იყრის ბევრი პრობლემა და ხდებიან პასიური მსმენელები და არ ერთვებიან საგაკვეთილო აქტივობებში. ასევე მნიშვნელოვანია მოსწაველთა მოტივაციის ტიპის შეცნობა და მათი იდენტიფიცირება.
6ბ კლასის მოსწავლეები ინგლისურ ენაში  გამოირჩევიან დაბალი ინტერესით სწავლის მიმართ, რაც აისახება მათ აკადემიურ მოსწრებაზე. თავდაპირველად (წელს დავიწყე აღნიშნულ კლასში მუშაობა)  ჩავატარე დიაკნოსტიკური ტესტი და შედეგი აისახა მოსალოდნელი, დაბალი შეფასებები მიიღეს მოსწავლეებმა.  ვიფიქრე, რომ მოსწავლეებს შესაძლებელია ჰქონოდათ გაუცხოვება ახალი პედაგოგის მიმართ, მაგრამ ნელ-ნელა ვრწმუნდებოდი რომ პრობლემას სხვა კუთხით მივყავდი. კლასში შემოვიტანე ელექტრონული რესურსები,  ინტერესი გაიზარდა მაგრამ მივხვდი რომ შედეგამდე მარტივად ვერ მივიდოდი. აღმოჩნდა, რომ სხვა კლასებთან შედარებით ამ კლასში მეტად შეინიშნება მოსწავლეები რომელთაც უჭირთ აქტივობებში კონცენტრირება, ჩართვა და მეტია მოსწავლე რომელთა ინტერესი უცხო ენის მიმართ არ არის მაღალი. მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით სკოლის მოსწავლეებს აქვთ ინტერესი ინგლისურის სწავლების მიმართ (რიგი თამაშების, გადჯეტების გამო), აღნიშნულ კლასში ეს მოტივაცია ვერ დავინახე. საკლასო აქტივობებში ნაკლები ინტერესის გამოხატვის მიზეზების დადგენისა და მისი გაუმჯობესების მიზნით გადავწყვიტე სწორედ ეს კლასი ამეღო სამიზნე ჯგუფად და განმეხორციელებინა კვლევა კონკრეტულად ამ კლასში. ჩემი საკვლევი საკითხია გამოვიკვლიო „მოტივაციის მნიშვნელობა მოსწავლეთა ჩართულობაში: როგორ ავამაღლოთ მოსწავლეთა მოტივაცია და ჩართულობა 6ბ კლასში ინგლისური ენის გაკვეთილზე“.  
გამოკითხვამ და დაკვირვებამ მიჩვენა, რომ აღნიშნულ კლასში სხვა მასწავლებლებისთვისაც აქტუალურია აღნიშნული პრობლემა, ესეც საგულისხმო იყო ჩემთვის, რადგან ჩემ მიერ დაგეგმილი ინტერვენციები მისაღები და განხორციელებადი იყოს მონათესავე საგნების პედაგოგებისთვისაც.
 კვლევის პირველი ეტაპი იყო დემოტივირების იდენტიფიცირება, ამიტომ ვიხელმძღვანელე მასლოუს მოტივაციის იერარქიული თეორიით, რომ გამერკვია სწავლის მოტივაციად რა ინდიკატორების გამოყენება იქნებოდა შესაძლებელი თითოეული მოსწავლისთვის.

კვლევის მიზანი


ჩემი კვლევის მიზანია შევისწავლო თითოეული მოსწავლის მოტივაციის ტიპი (შინაგანი თუ გარეგანი), რა არის მათთვის მამოტივირებელი ფაქტორი. მნიშვნელოვანია, განვსაზღვრო მათი გაკვეთილში ჩართვის ინდიკატორი. დავინახო პრობლემის გამოწვევის მიზეზი, რატომ გაუჩნდათ პრობლემები და აღვმოვფხვრა მიზნობრივად, იდენტიფიცირებულად. დავგეგმო ინტერვენციები და მოვახდინო მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და მივიღო მეტი ჩართულობა საგაკვეთილო პროცესზე. ჩემი კვლევის ანგარიში გავუზიარო კოლეგებს.

ამოცანები


·        მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით აქტივობების დაგეგმვა;
·        მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდა საგაკვეთილო პროცესში;
·        ინგლისური ენის სწავლის უნარ-ჩვევების განვითარება; ენობრივი ცნობიერების გამდიდრება და ამ გზით ენობრივი განათლების დონის ამაღლება;
·        სამეტყველო უნარ-ჩვევების განვიარება/გაუმჯობესება;

თავი II

ლიტერატურის მიმოხილვა


მოტივაციის ხელშეწყობით მოძრაობს კაცობრიობის პროგრესი. იმისთვის რომ რაიმეს მივაღწიოთ აუცილებლად გვჭირდება ეს სამოქმედო ძალა. თუმცა აუცილებელია საჭირო ნიადაგი, ჩვენს შემთხვევაში, სკოლა და მასწავლებელი იმისთვის, რომ გაჩნდეს სამოტივაციო ფაქტორები და შევძლოთ მოსწავლეთა მოტივირება.
თანამედროვე პედაგოგიკაში მოტივაცია ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად გამოყენებული და მნიშვნელოვანი ტერმინია. მოტივაციის ამაღლების ტექნოლოგიებზე ფსიქოლოგები და განათლების ტექნოლოგიების სპეციალისტები საკუთარ მოსაზრებებს გვთავაზობენ.
ამერიკელი ფსიქოლოგი აბრაჰამ მასლოუმ ადამიანის მოტივაციისა და ქცევის ასახსნელად შექმნა მოთხოვნათა იერარქიის მოდელი. ადამიანის ქცევას, მოთხოვნილება განსაზღვრავს. მასლოუ განასხვავებს თანდაყოლილ (ბიოლოგიურ) და შეძენილ (სოციალურ და პიროვნულ) მოთხოვნილებებს. გარეგნულად ერთსა და იმავე ქცევას შეიძლება სხავდასხვა მოტივაცია ედოს საფუძვლად. მოსწავლის ქცევა შეიძლება სხვადასხვა მოტივით იყოს განპირობებული. ზოგისთვის კარგად სწავლის მოტივია დასჯის შიში, ზოგისთვის ინტერესი, ზოგისთვის კი აღიარების მოთხოვნილება. ეფექტური სწავლება მოსწავლეთა მოტივაციის დონეზეა დამოკიდებული. (მასალის წყარო: პროფესიული უნარები. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი).
კვლევა ასევე მიზნად ისახავს მოსწავლეთა აღქმა-გაცნობას საკუთარი მოტივაციის ტიპის შესახებ, ასევე, როგორ შეიძლება მოტივაციის ტიპმა გავლენა მოახდინოს მოსწავლეთა ჩართულობაზე. დავადგინოთ მოსწავლეები რომელ მოტივაციაზე მეტად რეაგირებენ - შინაგან თუ გარეგან მოტივაციაზე. მოტივაციის თითოეულ ტიპს გავლენა აქვს სწავლის პროცესზე და სწავლების ფორმაზე (Bowen, 2003, ნიუმან, 1992, 2001; შლეჩიტი, 2001, 2011).  შინაგანი მოტივაცია არის ტენდენცია მიღწეულ იქნას მიზნები საკუთარი ინტერესებისა და უნარების კვალდაკვალ. როდესაც, შინაგანად თავიდან აცილების მიზნით, ვინმეს სიამოვნებისთვის ან ამოცანასთან ნაკლებად დაკავშირებული რაიმე სხვა მიზნით ვაკეთებთ, ეს გარეგანი მოტივაციაა. ქცევა ხორციელდება არა იმიტომ რომ ჩვენ გვაინტერესებს, არამედ გვაინტერესებს რას მოგვიტანს ეს ქცევა. (mastsavlebeli.ge ცვატა ბერძენიშვილი 2015).

მოტივაცია და ჩართულობა


მოტივაციასთან ერთად, ჩართულობა ლიტერატურაში განიხილება, როგორც სწავლის ხარისხის ზრდის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი (Schlechty, 2001; Woolfolk & Margetts, 2007). მოტივაცია გამოვლენილია, როგორც წინარე აუცილებელი და საჭირო ელემენტი მოსწავლეთა ჩართულობისთვის სასწავლო გარემოში.  მხოლოდ ჩართულობა არ არი მნიშვენელოვანი სწავლებაში, ის ასევე მოიცავს მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებს (Russell,Ainley &Frydenberg, 2005; Ryan & Deci,2009), რაც ძალზედ მნიშვნელოვანია საბოლოო შედეგის მისაღწევად.
პედაგოგიკის სპეციალისტები აღნიშნავენ, გაკვეთილის პროცესის წარმართვაში მოსწავლეთა მონაწილეობა შესაძლებელია სხვადასხვა დოზით ასევე მასწავლებლისაც. ჩართულობის ხარისხი იქედან გამომდინარე უნდა განისაზღვროს, რის მიღწევაა დაგეგმილი გაკვეთილის ფარგლებში ან როგორია მოსწავლეთა მზაობა.


შერი არსტეინმა საგაკვეთილო პროცესში მონაწილეობა აღწერა როგორც კიბის საფეხურები. ექსპერტები საფეხურებს სამ დონედ განიხილავენ:




ჩაურთველობის/

არმონაწილეობის დონე

სიმბოლური ჩართულობის/მონაწილეობის დონე

სრული ჩართულობის/

მონაწილეობის დონე

მანიპულირება და თერაპია

ინფორმირება, კონსულტაციები, მხარდაჭერა

პარტნიორობა, დელეგირება, კონტროლი





რატომ არის დაკავშირებული  მოსწავლეთა მოტივაცია მოსწავლეთა ჩართულობის მნიშვნელობასთან?
კვლევა მიზნად ისახავს გამოიკვეთოს მოტივაციის რომელი ტიპი (თანდაყოლილი თუ გარე) უფრო შესაბამისი და დაკავშირებულია მოსწავლეთა ავთენტურ ჩართულობასთან. Newmann (1992) მოსაზრებით, ჩართული მოსწავლეები ქმნიან ფსიქოლოგიურ ინვესტიციას სწავლაში. მეორე მხრივ, სამუშაოს, რომელიც არის განმეორებადი/ერთფეროვანი და არ საჭიროებს ფიქრს მოსწავლე მას ასრულებს იძულებით, ასეთ სამუშაოს მივყავართ სტრატეგიულ სირთულეებთან რეტრიატიზმთან, ყველაზე ცუდ შემთხვევაში აჯანყებასთან (Browen; 2003).
მოსწავლეები ჩართულები არიან, როდესაც ისინი ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას და რჩებიან მასში გამოწვევებისა და სირთულეების მიუხედავად (Schlechty, 2011).
რაიანისა და დეჩის (2000,p.54) მიხედვით, იყო მოტივირებული ნიშნავს, რომ გადახვიდე მოქმედებაზე რაიმეს გასაკეთებლად. პირი, რომელიც ვერ გრძნობს მამოძრავებელ ძალას ან ქმედების წარმოსახვას არის დემოტივირებული. მაშინ როცა, ვიღაც ვინც არის სიცოცხლისუნარიანი და აქტიური ბოლომდე მიიჩნევა მოტივირებულად.
სტერნბერგი (2005) მიიჩნევს, რომ მოტივაცია ძალიან მნიშვნელოვანია სასკოლო წარმატებისთვის, მისი არ არსებობის შემთხვევაში მოსწავლეები არასდროს გამოიყენებდნენ ძალისხმევას სწავლისთვის.
მოსწავლეებს გააჩნიათ რაოდენობრივი და თვისებრივი  მოტივაციის სხვადასხვაობა, რომელიც დრო და დრო დამოკიდებულია სწავლისა და სწავლების კონტექსტზე (Ryan & Deci, 2000; Schlechty, 2001).
ყველა მოსწავლე არ არის და არც შეიძლება იყოს ყოველთვის შინაგანად მოტივირებული. კრაუზის, ბოჩნერის და დუჩჩენის (2006) კვლევა ცხადყოფს რომ პედაგოგები ხშირად იყენებენ ექსტრაციულ მოტივაციას, როგორიცაა ჯილდო, ქება. მკვლევარების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მოტივაცია არ არის ექსკლუზიურად ინტრიზიული ან ექსტერიანული მიმართულება. საკლასო ოთახში დაბალანსებული პედაგოგიური მიდგომა მოიცავს ორივე ტიპის კომბინაციას (Harackiewicz & Sansone, 2000; Harackiewicz  & Hidi, 2000; Hidi 2000)  შიდა და ექსტრაციული მოტივაციის ეფექტურობა დამოკიდებულია დროსა და კონტექსტზე. ძალიან მნიშვნელოვანია, მასწავლებლებმა გააცნობიერონ სხვადასხვა სახის შინაგანი მოტივაცია, და როგორ შეიძლება ისინი მუშაობენ, რადგან ყოველთვის არ შეიძლება შინაგან მოტივაციას დაეყრდნო სწავლის ხელშეწყობის მიზნით. მასწავლებელმა უნდა შეძლოს საინტერესო და სასიამოვნო გარემო შექმნას საგაკვეთილო პროცესში, და გამოიყენოს უფრო აქტიური  და მკაფიო ფორმები  ექსტრაციული მოტივაციისას. მაგალითად, ელექტრონული მედიაწყაროები საკმაოდ ეფექტური სტრატეგიებია წარმატებული სწავლებისთვის. შიდა და ექსტრაციული მოტივაცია შედგენილია ავტონომიის, მასთან დაკავშირებულობისა და კომპეტენციის ძირითად საჭიროებებზე და მასზედ, თუ ამ თვალსაზრისით როგორ ემყარება მას შინაგანი მოტივაცია. Ryan & Deci -ის თვით განსაზღვრის/შეფასების თეორია ვარაუდობს, რომ ზოგიერთი სახის ექსტრემალური მოტივაცია სუსტია, ზოგო კი აქტიური. ისინი აღწერენ ექსტრაციული მოტივაციის სხვადასხვა ფორმას, როგორც უწყვეტი მოტივაციის დაწყებას (არა მოტივირებული) გარე მოტივაციისთვის (სადაც ამოცანა ცდილობს გარე მოთხოვნილების დაკმაყოფილებას).
ინტეგრირებული მოტივაციები ინტენსიურ მოტივაციასთან აზიარებენ თვისებებს, მაგრამ მაინც კლასიფიცირებულია შინაგანი მოტივაციისაგან. მოსწავლეების მიერ დასახული მიზნები, რომელსაც მოსწავლეები ცდილობენ რომ მიაღწიონ დაკავშირებულია არსებულ სარგებლობასთან და ინტერესებთან მიმართებაში. სხვადასხვა ტიპის ექსტრაციული მოტივაციის გააზრება ძალიან მნიშვნელოვანია, ნათელი ხდება მოსწავლე რამდენად აკონტროლებს საკუთარ თავს სწავლის დროს და ასევე გვიჩვენებს ძალისხმევის ხარისხს, თუ რამდენად ცდილობს დასახული ამოცანის მიღწევას. (Reeve, Deci & Ryan, 2004).


ჩართულობა


მოტივაციის გაზრდა დამოკიდებულია ხარისხზე და ავთენტურ სასწავლო ღონისძიებებში მონაწილეობაზე. მოსწავლეთა ჩართულობის გამოწვევა აღიარებული იქნა, როგორც სერიოზული საკითხი განსაკუთრებით სკოლებში.
ჩართულობა მოითხოვს, რომ მოსწავლეები იყვნენ ყურადღებიანები და ჰქონდეთ კარგი დასწრება. ის მოითხოვს, რომ მოსწავლეებმა შეასრულონ დავალება და მოიძიონ გარკვეული დამახასიათებელი ღირებული ინფორმაცია, რასაც მას სთხოვენ. გაკვეთილში ჩართული მოსწავლეები ასრულებენ დავალებებს არა უბრალოდ, არამედ მთელი ენთუზიაზმითა და გულმოდგინებით. მკლევარებმა გამოკვეთეს ჩართულობის სხვადასხვა ფორმები, სხვადასხვა მოსწავლისთვის სხვადასხვა პირობებში (კუჰი, 2009). 1997 წელს Newman -მა მოსწავლეთა ჩართულობა განსაზღვრა, როგორც „მოსწავლის ფსიქოლოგიური ინვესტიცია და ძალისხმევა მიმართული სწავლისკენ, ცოდნის დაუფლებისა და გაგებისკენ“. არის მოსაზრება მოსწავლეთა ჩართულობა მჭიდრო კავშირშია მათ აკადემიურ მიღწევებსა და განვითარებაზე, Willms - ის შეხედულებით ჩართულობად მიიჩნევს სკოლის მოსწავლეთა გრძნობებს, რომელიც ეკუთვნის სკოლას, სკოლის ღირებულებების მიღებას და სკოლის საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობას.
მოსწავლეთა მოტივაციის შესაფასებლად უნდა იქნეს შესწავლილი ჩართულობა, როგორც სწავლის ნაწილი. ბლუმენიფელდი, კემპლერი და კრაიჩიკი (2006) ამტკიცებენ, რომ ცალკე მოტივაცია აუცილებელია, მაგრამ იგი არ არის საკმარისი აკადემიური მიღწევებისთვის. თუმცა, ჰაფტონი, ელიოტი და ლულუშინი (2002) მიიჩნევენ, რომ მაღალი დონის ჩართულობა აჩვენებს მოტივაციის მაღალ დონეს.
ჩართულობაც არის სხვადასხვა ხარისხის. ზოგი მოსწავლე დაინტერესებულია და ერთვება სასწავლო საქმიანობაში, ზოგი კი შეწუხებულია და უმოქმედოა.

კვლევის ვადები


აქტივობა
თებერვალი-მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
პრობლემის იდენტიფიცირება
v



კვლევის გეგმის შემუშავება
v



კითხვარის შემუშავება
v



მიღებული შედეგების ანალიზი

v


ინტერვენციების განსაზღვრა

v


შედეგების ანალიზი


v

პრეზენტაცია; შედეგების გაცნობა



v


თავი III

მეთოდი


თანამედროვე სწავლება არის შერეული მეთოდი, რომელიც მოიცავს როგორც თვისობრივ ასევე რაოდენობრივ ნიმუშს რათა გააძლიეროს სწავლება, გაზარდოს სანდოობა და სიზუსტე. კვლევის მთავარი სტრატეგია არის კონკურენტული შერეული მეთოდების განსაზღვრა. იმისთვის რომ ვუზრუნველყოთ საკვლევი პრობლემის სრული ანალიზი კვლევაში წარმოდგენილია კითხვარები, პირადი ინტერვიუებისა და ფოკუს-ჯგუფების ინტერვიუების მონაცემები.

კვლევის სამიზნე ჯგუფი და კვლევის ინსტრუმენტები


სსიპ ქ. თბილისი ნოდარ ახალკაცის სახელობის  N 9 საჯარო სკოლის მე-6ბ კლასი.
კვლევის მთავარი მიზანი იყო არსებულ კლასში თითოეული მოსწავლის შეხედულების ანალიზი დაკავშირებული მოტივაციასთან  და ინგლისური ენის შესწავლის დამოკიდებულებასთან.
ვინაიდან, კვლევა მოიცავს ინფორმაციას მოსწავლეთა აღქმის ინტენსიურ და ექსტრაციურ მოტივაციასა და ჩართულობაზე, იგი მიზნად ისახავს სიღრმისეული ინფორმაციის მიღებას ზემოაღნიშნული კლასის თითოეული მოსწავლიდან. 
ვიხელმძღვანელე Schlechty-ის საკლასო ოთახში ჩართულობის დონის ჩარჩოს  სტრუქტურით (დანართი N1), რათა დამედგინა მათი ჩართულობის ტიპი. გამოვლინდა მოსწავლეთა ჩართულობის სხვადასხვა ტიპი, რომლებმაც გამოავლინეს მოტივაციის სხვადასხვა სახეობები შინაგანი ექსტრაციული და შერეული მოტივაციის. ჩავრთე  ჩართულობის სხვადასხვა შიდა და გარე მეთოდები და მთელი გაკვეთილის განმავლობაში მოსწავლეებს დავუსვი შეკითხვები მათი მოტივაციის, ჩართულობის შესახებ. შეკითხვები ძირითადად მოიცავდა დამედგინა კავშირი მოტივაციასა და ჩართულობას შორის მათივე ინტერესებიდან გამომდინარე.
რაოდენობრივი მონაცემები შეგროვდა კითხვარის მეშვეობით, რომელშიც მონაწილეობდა 6ბ კლასის თითოეული მოსწავლე (27ბავშვი), თვისობრივი მონაცემებისთვის გამოვიყენე სამი ნახევრად სტრუქტურული პირადი ინტერვიუ  გამოვკითხე სამი სხვადასხვა საგნის მასწავლებელი, ასევე რამდენიმე მშობელთან მქონდა ინტერვიუ და ჩავრთე ფოკუს-ჯგუფში. ანონიმურობისთვის ინტერვიუები იყო კოდირებული T1,T2,T3. ფოკუს ჯგუფის მონაწილეები კი P1,P2,P3,P4,P5
კითხვარი მოიცავდა სამ სექციას. პირველი სექციის გამოკითხვის მიზანი იყო ზოგადი შეხედულების განსაზღვრა მათი ინტერესის სფეროს დადგენა და ინგლისურისადმი, როგორც ერთ-ერთი საგნის მიმართ მათი დამოკიდებულების განსაზღვრა.
რაც მოიცავდა: საყვარელი საგნის გარკვევა, ასევე მათი აზრის დაფიქსირება თუ რა მოლოდინები ჰქონდათ, როცა დაიწყეს ინგლისურის სწავლება, მათი აზრი სად შეიძლება გამოიყენონ ინგლისური, როგორც საკომუნიკაციო ენა და ასევე მათი მოსაზრებების გაცნობა აქტივობებზე, რომლებიც გამოყენებულია ინგლისური ენის გაკვეათილზე.
კითხვარის მეორე ნაწილი მოიცავდა ხუთ შეკითხვას დაკავშირებულს მოტივაციასთან (ალტერნატიული ფორმატით). მიზანი იყო განსაზღვრა მოსწავლეებს მოსწონთ თუ არ მოსწონთ ინგლისურის სწავლა.
მესამე ნაწილი მოიცავდა დამოკიდებულების მაკავშირებელ შეკითხვებს. რომელიც განსაზღვრავდა მოსწავლეთა შეხედულებას მათი ინგლისურის გაკვეთილების მიმართ, წიგნების შესახებ, ინგლისურის მასწავლების მიმართ, მშობელთა შეხედულებებს ბავშვების შესახებ და ინგლისურის სწავლების მიმართ. გამოყენებული იყო ლიკერტის სკალირების მეთოდი ასაკობრივი ჯგუფის შესაბამისად.
მსგავსი კითხვარი გამოყენებული იყო პირადი ინტერვიუების დროსაც, სადაც შესაძლებელი იყო უფრო სრულფასოვანი პასუხების გაცემა. მომზადებული კითხავარის კომპლექტი გამოყენებული იყო როგორც გზამკვლევი.
ფოკუსჯგუფის ინტერვიუს დროს გამოყენებული იქნა ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუების კითხვარი. სადაც მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა მოესმინათ ერთმანეთის მოსაზრები და მიეღოთ ინსპირაცია ერთმანეთისგან (Maykut & Morehouse, 1994). დაკვირვებამ ცხადყო რომ პირადი ინტერვიუების დროს მოსწავლეები უმეტესად დუმდნენ, მაგრამ ფოკუს-ჯგუფებთან ინტერვიუსას იყო შესაძლებლობა ინტერაქციისა და დისკუსიაში მონაწილეობისა. რის საფუძველზეც შევძელი მეტი ინფორმაციის მიღება.

მონაცემთა შეგროვება და ანალიზი


რაოდენობრივი მონაცემების შეგროვებისას მოსწავლეებმა შეავსეს მათთვის განკუთვნილი კითხვარი. ჩატარდა ინდივიდუალური ნახევრად სტრუქტუირებული ინტერვიუები და ფოკუს-ჯგუფების ინტერვიუები. რაოდენობრივი მონაცემები გაანალიზდა აღწერითი სტატისტიკის გამოყენებით (SPSS).
მოხდა მონაცემების კლასიფიკაცია, შეფასდა რაოდენობრივი ინსტრუმენტის საიმედოობა.

შედეგი


კვლევამ აჩვენა რომ მოსწავლეთა საყვარელი საგანი იყო ქართული (30.9%) რომელსაც მოჰყვებოდა ინგლისური (25%); მათემატიკა (25%);  სპორტი (19.1 %); თუმცა პირად ინტერვიუებში და ფოკუს-ჯგუფების ინტერვიუებში ინგლისურის გაკვეთილი დომინირებდა როგორც მათი საყვარელი გაკვეთილი. მშობელთა ინტერესი ინგლისური ენის სწავლების მიმართ ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსწავლეთა დარწმუნებისთვის ისწავლონ ინგლისური ენა. თუმცა მოსწავლეთა მშობლების მხოლოდ 20% -ს შეუძლია ინგლისურად საუბარი.
ცხრილი N 1.
მოსწავლეთა დამოკიდებულება ინგლისურის სწავლების მიმართ

N

დიახ
ნაწილობრივ
არა
არ ვიცი
1.
მინდა გავაგრძელო ინგლისურის სწავლა
45.5%
11.5%
9.7%
33.3%
2.
მშობლები მეუბნებიან ინგლისურის სწავლა აუცილებელია
82.8&
10.9%
2.6%
2.6%
3.
მშობლებს მოსწონთ მე რომ ინგლისურს ვსწავლობ
79.7%
11.5%
4.7%
4.2%
4.
მე მიყვარს ინგლისური
40.5%
30.5%
12.5%
16.5%
5.
მე მომწონს ინგლისური ენის სახელმძღვანელო
25.9%
20%
25%
29.1%
6.
ინგლისურის სწავლა მარტივია და სასიამოვნო
17%
42%
30.3%
10.7%
7.
მე მომწონს ინგლისურის მასწავლებელი
45.3%
28%
25%
1.7%

აშკარაა, რომ მშობლების დამოკიდებულება მოსწავლეებმა ისწავლონ ინგლისური მაღალია, კლასის თითქმის ნახევარს აქვს საკმაოდ დადებითი დამოკიდებულება ენის სწავლის მიმართ და პოულობს სიხალისეს ინგლისურის სწავლაში. პირად ინტერვიუში ერთ-ერთმა აღნიშნა, რომ უნდა გახდეს ინგლისურის მასწავლებელი, ერთმა კი მთარგმნელი.
სამწუხაროდ მხოლოდ 17 % აცხადებს რომ მათთვის ინგლისურის სწავლა მარტივი და სასიამოვნოა. თუმცა მოსწონთ როდესაც გაკვეთილში ჩართულია სიმღერები და/ან საუბრობენ მაგ. მათთვის საინტერესო ფილმზე ან ფილმის გმირზე; და/ან სპორტის სახეობაზე. ერთ-ერთმა განაცხადა, რომ უჭირს ინგლისურის გამოთქმები და ამიტომაც არ მოსწონს ინგლისური.
მოსწავლეებს აქვთ მრავალფეროვანი იდეები, თუმცა კითხვაზე რას შეცვლიდნენ რომ ყოფილიყვნენ ინგლისურის მასწავლებელი, უმეტესობამ აღნიშნა, რომ მათ მოსწონთ ინგლისურის სწავლების მეთოდი. რამდენიმემ თქვა რომ დაამატებდა მეტ საგანმანათლებლო თამაშს. რაც შეეხება წიგნს, მათ აღნიშნეს რომ სასურველია ყოფილიყო წიგნი მეტად ფერადი, და ყოფილიყო მეტად მათთვის საინტერესო ინფორმაციები და სახალისო სავარჯიშოები.
მოსწავლეთა მოტივაცია, ისწავლონ ინგლისური არი სხვადასხვაგვარი. საკმაოდ ნათელია, რომ სწავლობენ ინგლისურს რათა ისაუბრონ ინგლისურად. რაც მათი აღნიშვნით მოიცავს კომუნიკაციას ტურისტებთან/უცხოელებთან, იყვნენ წარმატებულები, და/ან მიიღონ განათლება საერთაშორისო უნივერსიტეტებში და ა.შ.
გამოვლინდა, კლასში მოსწავლეთა უმრავლესობა იყო მოტივირებული ან ინტეგრირებული რეგულირებით, რომელიც წარმოადგენს გარე მოტივაციის თვითმართველობის განსაზრვრულ ფორმას და ძალიან ახლოს არის შინაგან მოტივაციასთან. კვლევის პასუხების საფუძველზე გამოირკვა, რომ კლასის 27 მოსწავლიდან 14 დაასახელა საკუთარი თავი მოტივირებულად.
თითქმის ყველა მოსწავლემ დააფიქსირა, რომ ისინი იყვნენ დაინტერესებულნი და სარგებლობდნენ თავიანთი საგაკვეთილო მუშაობით და ასევე ჰქონდათ სურვილი შეეძინათ ახალი უნარ-ჩვევები. ხუთმა მოსწავლემ დააფიქსირა რომ მათ ჰქონდათ ინტეგრირებული რეგულაცია, მხოლოდ ორმა აღნიშნა რომ იყო შინაგანად მოტივირებული.
კვლევის შედეგმა აჩვენა რომ კლასში მხოლოდ შვიდი მოსწავლე არის გარეგანი მოტივაციით. შვიდივეს მაღალი ნიშნები ჰყავთ, სურთ მაღალი ქულების მიღება ტესტში, მასწავლებლებისა და მშობლებისთვის. ისინი ნაკლებ ინტერესს გამოხატავენ ახალი რაღაცის სწავლის მიმართ.
ხუთმა უპასუხა რომ იყო შინაგანად მოტივირებული. ამ ჯგუფში ყველა მოსწავლეს უნდოდა ახალი უნარ-ჩვევების შესწავლა. მათ ასევე აქვთ სურვილი ჰქონდეთ მაღალი ნიშნები სხვებთან შედარებით.
ნათლად გამოჩნდა, რომ მოსწავლეები რომლებიც არიან შინაგანად ჩართული სწავლობენ უფრო მეტად, ვიდრე რომელთაც გააჩნიათ რიტუალური, დამყოლი, რეტრიატისტული ან ჩართულობის შეჯიბრების ფორმები.
Skinner & Belmont (1993) ამტკიცებენ, რომ საგაკვეთილო პროცესში შეუპოვრად ჩართული მოსწავლეები მონაწილეობენ სასწავლო აქტივობებში ყველა შესაძლებლობის შემთხვევაში და იყენებენ ძალისხმევას ცოდნის სრულყოფისთვის.





ცხრილი N 2.
მოსწავლეთა მოტივაცია ინგლისურის სწავლებისადმი
შეკითხვა
პასუხი
რომელი აქტივობა მოგწონს ინგლისურის გაკვეთილზე?
·         თამაშით სწავლება
·         წერა
·         კითხვის შეჯიბრი
·         სიტყვების გამეორება
·         ჯგუფური მუშაობა
·         წყვილებში მუშაობა
რატომ სწავლობ ინგლისურს?
·         საკომუნიკაციოდ უცხოელებთან
·         სავალდებულო საგანია
·         მომწონს ინგლისური
·         მომავალი წარმატებისთვის
რომელი აქტივობა არის ყველაზე მომაბეზრებელი?
·         თამაშით სწავლება
·         წერა
·         კითხვის შეჯიბრი
·         სიტყვების გამეორება
·         დაელოდო მეგობარის აქტივობის დასრულებას
·         ჯგუფური/წყვილებში მუშაობა
რომელი აქტივობა არის ყველაზე მეტად მომხიბლავი?
·         წერა
·         სიმღერა
·         კითხვა
·         ინდივიდუალურად სავარჯიშოების კეთება
·         სიტყვების გამეორება
·         საგანმანათლებლო თამაშები
რომელია ყველაზე რთული აქტივობა?
·         სიტყვების გამეორება
·         კითხვებზე პასუხის გაცემა
·         წერა
·         კითხვა
·         საგანმანათლებლო თამაშები
·         მოსმენა
·         ჯგუფიური/წყვილებში მუშაობა



თავი IV

ინტერვენციები


გამოიკვეთა ინტერვენციების განხორციელების აუცილებლობა

·         მოსწავლეებს მისცე ხმისა და არჩევანის უფლება
რათა მოსწავლეები გახდნენ ჩართულები სასწავლო გარემოში, მათ უნდა მივცეთ შესაძლებლობა თავად შეარჩიონ თემა გააზიარონ თავიანთი იდეები. ხმის მიცემის უფლება მოსწავლეს მატებს შეგრძნებას იყოს გაკვეთილის ნაწილი, მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ აქტიური როლი გაკვეთილის წარმართვაში.
ავირჩიეთ სასწავლო კვირის ბოლო დღე პარასკევი.  ყოველ პარასკევს გვქონდა თავისუფალი თემის გაკვეთილი, სადაც მოსწავლეები თავად არჩევდნენ თემას, თავად ასახელებდნენ საკითხებს და შემდეგ ხმის მიცემით ვირჩევდით მომდევნო პარასკევს განსახილველ, სასწავლ, მარტივ ინტერაქციაში ჩასაბმელ თემებს. აღნიშნულ აქტივობაში სრულყოფილად ჩაერთო თითოეული მოსწავლე, ყველა ცდილობდა საკუთარი აზრი დაეფიქსირებინა ამა თუ იმ საკითხის მიმართ თუნდ ერთი-ორი წინადადებით, რაც უმაღლებდა მოსწავლეებს მოტივაციას, ჩართულობას. ყოველივე კი დადებითად აისახა მათ აკადემიურ მოსწრებაზე.


·         როლური თამაშები (ექიმთან ვიზიტი, წვეულების მოწყობა)
·         სკეჩების დადგმა, სიმულაციური თამაშები  (წიგნებში მოცემული დიალოგების საკუთარ რეალობებში გადმოტანა და გათამაშება)

როლური თამაშები დავგეგმე განვლილი მასალის და წინარე ცოდნაზე დაყრდნობით, თავდაპირველად მოსწავლეებს ჰქონდათ კომპლექსი აღნიშნული აქტივობის განსახორციელებლად, თუმცა დრო და დრო უფრო მეტ მოსწავლეს უჩნდებოდა მოტივაცია ჩართულიყო აღნიშნულ ინტერაქციაში. მოსწავლეები ამ დროს არიან როგორც გონებით, ასევე ფიზიკურად ჩართულები და აქტიურები.
იმ შემთხვევაში თუკი არ ახსოვდათ სიტყვების მნიშვნელობები ეკითხებოდნენ ერთმანეთს და/ან მასწავლებელს, იწერდნენ და მაქსიმალური სიხალისით ახორციელებდნენ საკუთარ როლს.
აღნიშნულ ინტერაქციაში ყოველ ჯერზე ერთვებოდა მეტი მოსწავლე.

·         ელექტრონული რესურსების გამოყენება
მოსწავლეები ხალისით ერთვებიან ელექტრონული რესურსის გამოყენებისას,           ესგ სტანდარტის შესაბამისად იყენებენ სათანადო სტრატეგიებსა და ტიპებს. მათი გააზრებულად გამოყენება კი ხელს უწყობს მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას.
·         ეფექტური და დროული უკუკავშირის გაცემა
სწავლის დროს ყველაზე ძლიერ სტიმულს წარმოადგენს საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნება ანუ განცდა „გამომივიდა“, თავდაჯერების, საკუთარი ძალების რწმენის მომატება ხელს უწყობს მოტივაციის ამაღლებას. მკაფიო უკუკავშირი მოსწავლეს ყოველთვის სჭირდება ახალ საფეხურზე გადასასვლელად, „ხარაჩოს შენების“ გასაგრძელებლად.
თითოეული ინტერვენციის განხორციელება საინტერესოს ქმნიდა გაკვეთილებს და აძლევდა მოსწავლეებს მოტივაციას მეტად დაინტერესებულიყვნენ და ჩართულიყვნენ საგაკვეთილო პროცესში. რადგან ჩემი კვლევის ერთ-ერთი ამოცანა იყო გამომეკვლია მოტივაციის ტიპი და დადგინდა, რომ კლასის 30% აქვს ექსტრაქციული (გარეგანი) მოტივაცია, ამიტომ ჯილდო, შექება აუცილებელი მამოტივებელი კომპონენტია ჩემი მიზნის მიღწევისთვის.


ინტერვენციის შეფასება


ჩატარებული ინტერვენციები ეყრდნობოდა ესგ-ს სტანდარტს. ინტერვენციების განხორციელების თითოეულ ეტაპზე ვაკვირდებოდი მოსწავლეთა ჩართულობას, მოტივაციის ზრდას და სწავლა-სწავლების პროგრესს. თითოეული ინტერვენციის განხორციელების ყოველ ჯერზე საგრძნობლად იმატებდა მოსწავლეთა ინტერესი საგნის მიმართ მოტივაცია და რაღა თქმა უნდა ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში. გაიზარდა მოტივაცია, აქტიურად ერთვებოდნენ აქტივობებში, მოსწონდათ მუშა პროცესი, ინტერესითა და ხალისით ასრულებდნენ დავალებებს.
პრაქტიკული კვლევის დასკვნით ეტაპზე ინტერვენციების ეფექტიანობის გასაზომად ჩავატარე მოსწავლეების და მშობლების გამოკითხვა(ინტერვიუები). სადაც ვეცადე გამომეკვეთა პირველ ეტაპზე არსებული მოლოდინებისა და დამოკიდებულებების თანხვედრა ინტერვენციების საფუძველზე მიღებულ შედეგებთან მიმართებაში.

თავი V

დასკვნა, მიგნებები, რეკომენდაციები



დასკვნა


არსებული კვლევა ფოკუსირებული იყო გამოეკვლია მოსწავლეთა მოტივაცია და დამოკიდებულება, ჩართულობა ინგლისურის სწავლების მიმართ. ზოგადად, მოსწავლეებს აქვთ სურვილი იცოდნენ ინგლისური, თუმცა მასში პოულობენ რიგ სირთულეებს, რაც საფუძვლად უდევს დემოტივირებას და ჩართულობის ნაკლებობას. იმ მიზნით რომ გაუმარტივდეთ სწავლა მოსწავლეებისთვის შეთავაზებული იქნა მეტი საგანმანათლებლო თამაში, ელექტრონული რესურსები, მათ მიეცათ არჩევანის უფლება განსახილველი და სასწავლი თემების მიმართ, ასევე ეფექტური და დროული უკუკავშირის გაცემამ ხელი შეუწყო დასახული მიზნის მიღწევას. ისინი ხალისით იყვნენ ჩართულები და მოეწონათ სიმულაციური თამაშები. მოახდინეს მიღებული ცოდნის, საგაკვეთილო სივრცეში ნასწავლის, ტრანსფერი ყოფა-ცხოვრებაში რაც  ჰგვრიდათ მათ ერთგვარ ხალისს. ასევე დადასტურებულია და ჩემმა კვლევამაც ცხადყო, რომ მოსწავლეებს სჭირდებათ ხშირად ჯილდოები, როგორც უკუკავშირი, მიიღონ ძალისხმევა და მოტივაცია გააუმჯობესონ დადებითი დამოკიდებულება სწავლის მიმართ.

მიგნებები


·         მრავალფეროვანი აქტივობების გამოყენებამ გაზარდა მოსწავლეთა ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში (დიდი ძალისხმევის საფუძველზე);
·         მოსწავლეები რომლებიც თავად ირჩევენ საკითხს/თემას მეტი პასუხისმგებლობის შეგრძნებით არიან გამსჭვალულები და ხდებიან მოტივირებულები;
·         სიმულაციური/როლური თამაშები მოსწავლეებს უვითარებს შემოქმედებით და სააზროვნო უნარებს;
·         მოსწავლეთა პრობლემა არა უცოდინრობაშია, არამედ მიღებული ცოდნის რეალიზებაში (შეთავაზებული აქტივობების განხორციელებისას მოახერხეს ცოდნის მობილიზება);
·         მოსწავლეები გადიან ესგ-ით გათვალისწინებულ შედეგებზე.

რეკომენდაცია


საგაკვეთილო პროცესი უნდა იყოს მუდამ აქტიური, მოსწავლეებს უნდა მივცეთ საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება, თავად შეაფასონ და მოახდინონ ანალიზი. გაკვეთილები უნდა იგეგმებოდეს თანამედროვე მეთოდოლოგიებზე დაყრდნობით, მრავალფეროვანი რესურსების გამოყენებით. ყოველივეს გათვალისწინებით საგაკვეთილო პროცესებში დღითი დღე გაიზრდება მოტივირებული, საგაკვეთილო აქტივობებში ჩართული, მზარდი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეები.
კვლევის შედეგად ნათლად გამოიკვეთა რამდენიმე მოსწავლე, რომლებიც ბეჯითად ცდილობენ ისწავლონ რასაც სკოლა სთავაზობს, ამაყობენ არა მხოლოდ წარმატების ფორმალური მაჩვენების მიღებით (მაგ. შეფასების), არამედ სწავლის სიხალისე სტიმულს აძლევს მიაღწიონ სასურველ მიზანს, წინააღმდეგობებისა და სირთულეების მიუხედავად. მოტივირებულ მოსწავლეებს აქვთ უნარი სხვებთან ერთად მუშაობისა და შეუძლიათ ცოდნის მიღებაც და კრიატიულად მისი გამოყენება.




ბიბლიოგრაფია:


ბლუმენიფელდი, კემპლერი და კრაიჩიკი კვლევა 2006
ვებ-პორტალი ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითადი საგანმანათლებლო პრინციპები: ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი
ვებ-პორტალი პროფესიული უნარები. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
კრაუზის, ბოჩნერის და დუჩჩენის  - კვლევა 2006
კუჰი - კვლევა 2009
მასლოუს მოტივაციის იერარქიული თეორია
ნიუმან - კველევა 1992, კვლევა 2001;
რაიანისა და დეჩის  კვლევა - 2000
სტერნბერგი  - კომპეტენციისა და მოტივაციის სახელმძღვანელო 2005
შერი არსტეინი საგაკვეთილო პროცესში მონაწილეობის სქემა
შლეჩიტი, 2001, 2011
ჰაფტონი, ელიოტი და ლულუშინი კვლევა  საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა - 2002
mastsavlebeli.ge ცვატა ბერძენიშვილი -  2015
Bowen, 2003,
Harackiewicz  & Hidi, 2000
Harackiewicz & Sansone დაჯილდოების კომპეტენცია 2000;
Hidi შინაგანი და გარეგანი მოტივაციის ეფექტურობა - 2000
Newman – Student engagrment and achievement in American secondary school 1992
Newman – Authentic achievement: restructuring school for intellectual quality, San Francisco; 1997
Skinner & Belmont – Motivation in classroom 1993
Schlechty’s Levels of Classroom Engagement 
Schlechty – Shaking up the schoolhouse. 2001;
Schlechty -  research- 2011
Reeve, Deci & Ryan – Self-determination theory. 2004
Russell, Ainley &Frydenberg – Student motivation and engagement. Schooling Issues of Digest 2005;
Ryan & Deci  თვით განსაზღვრის/შეფასების თეორია
Ryan & Deci – Intrinsic and extrinsic motivations: Classic definitions and new directions. 2000;
Ryan & Deci Promoting self-determined school engagement: Motivation, Learning and well-being. 2009
Willms  - Student engagement at school. A sense of belonging and participation. 2003
Woolfolk & Margetts  - Educational psychology.  2007


















კვლევის რეფლექსია


აღნიშნული ნაშრომი წარმოადგენს პრაქტიკის კვლევის ანგარიშს თემაზე: „მოტივაციის მნიშვნელობა მოსწავლეთა ჩართულობაში: როგორ ავამაღლოთ მოსწავლეთა მოტივაცია და ჩართულობა 6ბ კლასში ინგლისური ენის გაკვეთილზე. კვლევა ჩატარდა სსიპ ნოდარ ახალკაცის სახელობის ქ. თბილისის Nმე-9 საჯარო სკოლის 6ბ კლასში. კვლევა ეხება მოსწავლეთა მოტივაციას და მათ ჩართულობას ინგლისური ენის გაკვეთილზე. კვლევის პროცესში გამოვიკვლიე როგორც თვისობრივი ასევე რაოდენობრივი კვლევის ინსტრუმენტები. მქონდა ინტერვიუები, დისკუსიები მოსწავლეებთან, შევადგინე  კითხვარი მოსწავლეებისთვის, მშობლებისთვის.
კვლევა მიზნად ისახავს გაცნობიერებას, თუ რომელი ტიპის, თანდაყოლილი (შიდა) თუ შეძენილი (გარე) მოტივაცია არის უფრო მჭიდროდ დამოკიდებული მოსწავლეთა ჩართულობაზე.
კვლევის შედეგად გამოვიკვლიე და კვლევამ ცხადყო, რომ მოსწავლეებში მოტივაციის ასამაღლებლად და საგაკვეთილო პროცესში მათ ჩასართავად მეტად ხშირად უნდა დავგეგმო გაკვეთილები სადაც გამოყენებული იქნება ბევრი ელექტრონული რესურსი, მოვაწყო დისკუსიები მათთვის სასურველ თემებზე ხშირად დავგეგმო გაკვეთილები, რომელშიც ხშირად იქნება გამოყენებული როგორც როლური ასევე სიმულაციური თამაშ/აქტივობები და ა.შ.
კვლევის დაწყებამდე კათედრაზე კოლეგებს გავაცანი აღნიშნულ კლასში არსებული პრობლემის აქტუალობა და მოვახსენე ჩემი კვლევის მიზანი. დრო და დრო კათედრის სხდომებზე ვუზიარებდი მათ კვლევის შედეგებს და მიმდინარეობას. ყოველ ჯერზე ვიღებდი უკუკავშირს ჩემი კოლეგებისგან.
 კვლევის დასრულების შემდეგ კოლეგებთან გავაკეთე ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის პრეზეანტაცია. მას ესწრებოდა როგორც სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ასევე კოლეგები როგორც უცხოენების კათედრიდან, ასევე სხვა საგნის პედაგოგები. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემი კოლეგების შეხედულებები და პროფესიული რეკომენდაციები. კოლეგებმა აღნიშნეს რომ კვლევა პრაქტიკულად ღირებულია და მისცეს მაღალი შეფასებები. 
ჩემ მიერ დაგეგმილი თითოეული აქტივობა წარიმართა კვლევის მიზნის შესაბამისად და ხელი შეუწყო პრობლემის დანახვას და დაძლევას.
აღნიშნული პრაქტიკის კვლევა დიდი გამოწვევა იყო ჩემთვისაც, როგორც პედაგოგისთვის, რადგან დავინახე რომ მოსწავლეებისთვის მათთვის აქტუალურ თემაზე ჩატარებული გაკვეთილები ძალიან საინტერესო და მამოტივირებელი იყო. მოსწავლეები იმდენად იყვნენ ჩართულები და ისეთი ინტერესით უდგებოდნენ ჩემ მიერ დაგეგმილი ინტერვენციების განხორციელებას, რომ ეს ჩემთვისაც, როგორც პედაგოგისთვის დიდი მოტივაცია და გამოწვევა იყო.























დანართი N1

დანართი N 2

კითხვარი მასწავლებლებისთვის
(პირადი ინტერვიუ)
შეკითხვა
ცდილობთ თუ არა მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფას გაკვეთილის მსვლელობისას?
აქტიური ჩართულობის უზრუნველსაყოფად რომელ მეთოდს მიმართავთ?
როგორია თქვენი პედაგოგიური სწავლების სტილი?
თქვენი აზრით თავსებადია მოსწავლეთა სწავლის ტიპზე?


დანართი N 3

კითხვარი მშობლებისთვის
(პირადი ინტერვიუ)
შეკითხვა
რამდენად ხართ დაინტერესებული ინგლისური სწავლების მიმართ?
ეხმარებით თუ არა შვილს დავალებების შესრულებაში? (დადებითი პასუხის შემთხვევაში)
·         მიგაჩნიათ რომ აუცილებელია თქვენი დახმარება?
§  როგორ ფიქრობთ დახმარების გარეშე ვერ შეძლებს დამოუკიდებლად მუსაობას?

როგორ ახალისებთ თქვენ შვილს რომ შეისწავლოს ინგლისური სრულყოფილად?
უყურებენ/უსმენენ მათთვის საინტერესო და ასაკის შესაბამის ვიდეორგოლებს ინგლისურად?

Comments

Popular posts from this blog

სამოდელო, პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილის გეგმა