სამოდელო, პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილის გეგმა


  საგანი: ინგლისური
       მასწავლებლის სახლი და გვარი : ნინო წილოსანი
სწავლების საფეხური/კლასიდაწყებითი საფეხური, V კლასი
გაკვეთილის ტიპი: სამოდელო; პრობლემაზე ორიენტირებული
საგანი: ინგლისური
მოსწავლეთა რაოდენობა27 (კლასში სსსმ მოსწავლე არ ირიცხება)
გაკვეთილის თემაHealthy food and drink
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 40 წთ.

კავშირი ესგ:     სტანდარტი: (შედეგი)
უცხ.დ.V.1. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი მცირე ზომის დიალოგის გაგება.  
უცხ.დ.V.5.  მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ტექსტის წაკითხვა და გაგება.
უცხ.დ.V.8.  მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ხმამაღალი კითხვის უნარ-ჩვევა.
უცხ.დ.V.15.  მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა.
უცხ.დ.V.23. მოსწავლეს შეუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიმართ.  


winare codna da unar-Cvevebi: moswavleebs aqvT Sesabamisi leqsikuri maragi, შეუძლია სასწავლო რესურსების გამოყენება, შეუძლიათ უცხო ტექსტის მოსმენა და ილუსტრირებული სურათების ერთმანეთთან დაკავშირება.
მოსწავლეებმა წინა გაკვეთილზე გააკეთეს ცდა კოკა-კოლაში ჩააგდეს ხორცი კვერცხი, შეურიეს რძე.

saswavlo masala da resursi:  კომპიუტერი,  პროექტორი, პოსტერი, TvalsaCinoeba, fanqari, dafa, kalami, მოსასმენი დისკი
კლასის ორგანიზ.ფორმაფორმები: საერთო საკლასი,ინდივიდუალური, წყვილებში.
გამოყენებული მეთოდი/ მეთოდები: ფრონტალური, ვერბალური ახსნა, კითხვა-პასუხი, დაკავშირება-შეერთება.

N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)
1
საორგანიზაციო საკითხები
მოსწავლეთა აღრიცხვა;
მოსწავლეებს გავაცნო გაკვეთილის მიზანი, აქტივობები

ვერბალური ახსნა
საერთო საკლასო
საკლასო ჟურნალი;
შეფასების რუბრიკები;

1 წთ
2
მოსწავლეები შეავსებენ გონებრი იერიშის გამოყენებით 2 სქემას. პირველ სქემაში აჯგუფებენ საკვებ პროდუქტებს, რომლებსაც მიიჩნევენ რომ არის ჯანსაღი საკვები, მეორე სქემაში-არაჯანსაღ პროდუქტებს.
 გონებრივი იერიში
საერთო საკლასო
გონებრივი იერიშის სქემა დაფა. ცარცი
2 წთ
3
ქვიზი
მოსწავლე ინგლისურ ენაზე აკეთებენ სახალისო ქვიზს
 ჯანსაღი და არაჯანსაღი საკვების ამოცნობა
მოსწავლეები ინგლისურ ენაზე უსმენენ საკვების დასახელებას და ამოიცნობენ ჯანსაღ/არაჯანსაღ საკვებს


მოსმენა/ამოცნობა
საერთო საკლასო
კომპიუტერი-პროექტორი
ვიდეო რესურსი
5 წთ
4
ჯანსაღი საკვების დახარისხება-დაჯგუფება
დაფაზე გამოკრულია ჯანსაღი საკვები (ბოსტნეული, ხილი, მარცვლეული, ხორცი, რძის ნაწარმი) და მოსწავლეები ახარისხებენ მათ ჯგუფების მიხედვით

ინფორმაციის დახარისხება ნიშნის მიხედვით
საერთო საკლასო

ბარათები
მაგნიტური დაფა; მაგნიტები
5 წთ
5
გამოკითხვა
ვინ მიირთმევს ჯანსაღს, ვინ არაჯანსაღს და ვინ ორივეს
მასწავლებელი სვამს კითხვას და მოსწავლეები წინასწარ დარიგებული ფერადი ფურცლებით გამოხატავენ პასუხს კითხვაზე


კითხვაზე პასუხის განსაზღვრა
საერთო საკლასო
ადამიანური რესურსი;
ფერადი ფურცლები
3 წთ

6
გამოკითხვა
ვის უყვარს
ჯანსაღი/არაჯანსაღი სასმელი

კითხვაზე პასუხის განსაზღვრა
საერთო საკლასო
ადამიანური რესურსი;
ფერადი ფურცლები
3 წთ
7
ცდის შედეგად მარტივი დასკვნების გამოტანა
წყლის დადებითი თვისებების დასახელება
მიზანი: მოსწავლემ წინარე ცოდნაზე დაყრდნობით შეუძლიათ მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა
წინა გაკვეთილებზე მოსწავლეებმა ჩაატარეს ცდა : კოკა-კოლაში ჩააგდეს ხორცის ნაჭერი, კოკა-კოლაში შეურიეს რძე, ჩააგდეს მოხარშული კვერცხი და დააკვირდნენ შედეგს . მოსწავლეები ცდის შედეგებზე დაკვირვებით აკეთებენ დასკვნებს, გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს.


პრაქტიკული აქტივობის შემდეგ დაასკვნების გამოტანა
საერთო საკლასო/
ინდივიდუალური
ცდის შედეგები.
3        წთ
8
რომელი საკვები რისთვის არის საჭირო, სასარგებლო
მოსწავლეები მოუსმენენ ტექსტს “Different food help us in different ways” , მათ დაურეგდებათ ფურცლებზე ამობეჭდილი დანაწევრებული ინფორმაციული ტექსტი, რომელსაც მოსმენის საფუძველზე შეუსაბამებენ ერთმანეთს
მოსმენის შემდეგ მოსწავლეები დაფაზე გამოსახულ სწორ პასუხებს შეუსაბამებენ საკუთარ პასუხებს და მოახდენე კონკრეტულ აქტივობაში თვითშეფასებას.

სტრატეგიების განსაზღვრა მოსმენის შედეგად დახარისხება შეერთება
მუშაობა წყვილებში
CD
ფურცლებზე ამობეჭდილი მცირე ზომის ინფორმაცია
 10 წთ
9
საუზმე -
დღის მთავარი საწყისი საკვები
მოსწავლეები საუბრობენ საუზმის მნიშვნელობაზე.


მინი დისკუსია
საერთო საკლასო
ადამიანური რესურსი
5 წთ
10
შეჯამება
მოსწავლეები შეაჯამებენ და გამოიტანენ დასკვნებს აღნიშნული პრობლემის შესახებ
ჩამოაყალიბებენ თავიანთ მოსაზრებებს თუ რატომ იყო ეს გაკვეთილი და პრობლემა მნიშვნელოვანი მათთვის
დისკუსია
საერთო საკლასო
ადამიანური რესურსი
3 წ თ


შეფასება: განმავითარებელი - სიტყვიერი კომენტარი; განმსაზღვრელი

გაკვეთილში შეფასების რუბრიკა

ქულები და კრიტერიუმები
9-10
7-8
4-5-6
3-2-1
აქტიური მონაწილეობა
ყოველთვის მონაწილეობს  და ხშირად წარმართავს კიდეც საკლასო მსჯელობას
ყოველთვის მონაწილეობს
ხშირად მონაწილეობს
იშვიათად  ან საერთოდ არ მონაწილეობს
გამართული და სწორი მეტყველება
გამართულად მეტყველებს, აქვს მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითად იყენებს ენობრივ–გამომსახველობით საშუალებებს
გამართულად მეტყველებს და იყენებს მართებულ სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს
იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს. მეტ–ნაკლებად გამართულად საუბრობს
არ იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს
საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოდგენა
ყოველთვის დამაჯერებლად და არგუმენტირებულად წარმოადგენს თავის მოსაზრებას
თითქმის ყოველთვის ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას
ხშირად ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებას
უჭირს გამართულად საუბარი, ხშირად ვერ ასაბუთებს საკუთარ აზრს
სხვისი აზრის პატივისცემის დემონსტრირება
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით. კორექტულია და ამჟღავნებს სხვისი აზრის მიმართ პატივისცემას
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით.
უსმენს სხვებს და აცდის საუბრის დამთავრებას
არ უსმენს სხვებს
და არ აცდის საუბრის დამთავრებას

                      
     გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მოსწავლეები შეძლებენ ამოიცნონ ჯანსაღი საკვები და გაითავისონ მათი ეფექტურობა ზრდა-განვითარებისთვის, ასევე ცდაზე დაკვირვების შედეგად დაინახავენ არაჯანსაღი საკვების უარყოფით შედეგებს.







Comments

Popular posts from this blog

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა